წყნეთი-სამადლოს გზის დამეწყრილი მონაკვეთის გეოლოგიური კვლევა

წყნეთი-სამადლოს გზის დამეწყრილი ტერიტორიის ფარგლებში  ქანთა მდგრადობის განსაზღვრის მიზნით ჩატარდა დამეწყრილი ტერიტორიის გეოლოგიური კარტირება, ნაპრალთა სტრუქტურული და სტატისტიკური ანალიზი (Rose დიაგრამების აგება), ქანთა ლითოლოგიური და ფაციესური ანალიზი. ზედაპირული გეოლოგიური კარტირების მონაცემების და Move 2016.1 პროგრამის გამოყენებით აიგო 1:500 მასშტაბის გეოლოგიური ჭრილები.