საველე-გეოლოგიური მოგზაურობის ორგანიზება
საერთაშორისო გეოლოგიური პროექტის (DARIUS) ფინალური კონფერენციის ფარგლებში ორგანიზება გავუწიეთ საველე-გეოლოგიურ საერთაშორისო ექსკურსიას, რომლის განმავლობაში ევროპის წამყვან გეოლოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს სამ ძირითად ტექტონიკურ ერთეულს: კავკასიონის სამხრეთ ფერდს, ამიერკავკასიის მასივს და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-რღვევით ზონას.
