ჩვენ შესახებ

შპს გეოლოგიური სამსახური კერძო საკონსულტაციო კომპანიაა, რომლის მომსახურება მოიცავს სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიურ შეფასებას და საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მომზადებას ნებისმიერი ტიპისა და მასშტაბის მშენებლობისთვის. 

ჩვენი კომპანიის სიძლიერეს გამოცდილი და წარმატებული გუნდის წევრები ქმნიან, რომლებსაც განხორციელებული აქვთ სამშენებლო გეოლოგიური შეფასების მრავალი პროექტი, მონაწილეობას იღებენ გეოლოგიური და სეისმური წყაროების კვლევის ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში. ასევე არიან მაღალრეიტინგული პუბლიკაციების ავტორები.